სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელწოდება:  კეთილმოწყობილი საკლასო ოთახი

2. პროექტის იდეა: მოსწავლეებმა შეძლონ აზომვები, ფართობის გამოთვლები და ხარჯთაღრიცხვა, შექმნან ჯგუფები და სამუშაო გადაინაწილონ

3. პროექტის აქტუალობა: მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებს უნვითარდებათ თვითორგანიზაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობა. მოსწავლეები აწყდებიან ცხოვრებისეულ პრობლემებს და ახდენენ მათ გადაწყვეტას ერთობლივად.  

5. მოსწავლის ასაკი: 13-14 წ

6. პროექტის ხანგრძლივობა: 5 დღე

7. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, საწერკალამი, ფორმატები, ფერადი ქაღალდები, მარკერები, კომპიუტერი, პროექტორი, მუყაოს ქაღალდი, მეტრმზომი.

8. პროექტის მსვლელობა:

ა .საპროექტო თემის შემუშავება

 ბ. მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებად (შერჩევის მეთოდით)

  გ. სამუშაოს დანაწილება

   დ. ჯგუფებში მუშაობით აქტივობების განხორციელება

1.    რომელიმე ჯგუფი ზომავს საკლასო ოთახის განზომილებებს

2.    ჯგუფი ადგენს მიღებული განზომილებების მიხედვით ფართობს

3.    წინასწარ მოძიებული ფასების მიხედვით ჯგუფი აკეთებს მასალების ხარჯთაღრიცხვას

 თითოეული ჯგუფი აკეთებს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას:

           

ლამაზი, სუფთა, საჭირო ინვენტარებით აღჭურვილი საკლასო ოთახი ჩვენი ოცნებაა.
ჩვენ გადავწყვიტეთ მივმართოთ განათლების სამინისტროს დახმარებისთვის, დაგვაინტერესა და გამოვთვალეთ ჩვენთვის ამ დიდი სიხარულის მინიჭება რა დაუჯდება განათლების სამინისტროს



შეფასების რუბრიკა:
კრიტერიუმი:


  არადამაკმაყოფილებელი(1-5):ჯგუფური მუშაობის დროს არ თანამშრომლობს მოსწავლეებთან, არმონაწილეობს აქტივობებში.

   დამაკმაყოფილებელი(5-6): იშვიათად მონაწილეობს და თანამშრომლობს მოსწაავლეებთან ჯგუფურ სამუშაოებში.

   კარგი(7-8): ხშირად აქტიურია, ძირითადად თანამშრომლობს თანატოლებთან.

   ძალიან კარგი(9-10): აქტიურად მონაწილეობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყველა აქტივობებში, ყოველთვის თანამშრომლობს თანატოლებთან. საუბრობს დამაჯერებლად. 


პროექტის ხელმძღვანელი: ირინა მუხაშავრია;

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: mukhashavriairina@gmail.com    

Комментариев нет:

Отправить комментарий