გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის გეგმა

სახელი, გვარი: ირინა მუხაშავრია, N: 5 საჯარო სკოლა

საგანი: მათემატიკა

კლასი: VIII

მოსწავლეთა რაოდენობა: VIII; სსსმ საჭიროების მქონე არ არის.

გაკვეთილის თემა: ორუცნობიანი წრფივი სისტემები

დრო: 45 წთ

გაკვეთილის მიზანი:

·         მოსწავლე ირჩევს ხერხს და ხსნის ორუცნობიან წრფივ განტოლებათა სისტემას;
ახდენს ამონახსნის სიმრავლურ და გეომეტრიულ ინტერპრეტაციას
·         რეალური ვითარების მოდელირებისას ადგენს და ხსნის ერთუცნობიან წრფივ განტოლებებს. ახდენს ამ ამონახსნის ინტერპრეტაციას (მათ: VIII.7).
·         კომპიუტერის გამოყენებით აკეთებს გეომეტრიულ ანალიზს

N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
საორგანიზაციო ნაწილი
მიზანი:
·         მოსწავლეთა რაოდენობის დადგენა
·         საგაკვეთილო განწყობის შექმნა
აღწერა: ვინიშნავთ ჟურნალში არებს. ვთხოვთ კლასს მოამზადონ საჭირო რესურსები და განეწყონ გაკვეთილისთვის





საერთო საკლასო





სახელმძღვანელო, რვეული, ფანქარი, სახაზავი.





2 წთ
2
აქტივობის მიზანი: თემის, მიზნის და შეფასების რუბლიკის გაცნობა.
აღწერა: წინასწარ მომზადებული მიზნისა და შეფასების სქემას მასწავლებელი აკრავს თვალსაჩინო ადგილზე და კითხულობს. ასევე საუბრობს იმაზე თუ რა სამუშაოების შესრულება მოუწევთ და რა აქტივობებს შეასრულებენ მომდევნო 40 წუთში






საერთო საკლასო








3წთ
3
A ფაზა - გამოწვევა
მიზანი - წინარე ცოდნის გახსენება
აქტოვობის აღწერა: მასწავლებელი აჩვენებს სლაიდით 3 სისტემას, რომელთაგან ერთს არ ააქვს ამონახსნი, მეორეს უამრავი ამონახსნი ააქვს, ხოლო მესამეს ერთი. მოსწავლეები კოეფიციენტების შეფარდებით ადგენენ ამონახსნებს. ამოხსნიან მესამეს.






საერთო საკლასო








10 წთ
4
B ფაზა - „ცოდნის კონსტრუირება“
მიზანი: კომპიუტერის გამოყენებით ანალიზის გაკეთება
აქტივობის აღწერა: მასწავლებლის დახმარებით კომპიუტერთან აგებენ სამივე სისტემის გრაფიკს




საერთო საკლასო






10 წთ
5
C ფაზა - რეფლექსია
მიზანი: მსჯელობის გამოწვევა.
აღწერა: ადარებენ და მსჯელობენ კომპიუტერების შედეგებს და თავიანთ გამოყვანილ მაგალითებს.



საერთო საკლასო





10 წთ
6
D ფაზა - შეჯამება
მიზანი: აქტივობების შეხსენება და მასალის გამთლიანება.
აღწერა: მოსწავლეები აქტიურობენ განვლილი საკითხის შესახებ.




საერთო საკლასო





7 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

·         მოსწავლეებმა შეძლეს ორუცნობიან წრფივ განტოლებათა 
 სისტემის ხერხების შერჩევა, გეომეტრიული ინტერპრეტაცია.
·         კომპიუტერის გამოყენებით გააკეთეს გეომეტრიული ანალიზი.




შეფასების რუბრიკა: 3 წთ

კრიტერიუმი
არადამაკმაყოფილებელი 1-4
დამაკმაყოფილებელი 5-6
კარგი 7-8
ძალიან კარგი 9-10

არ მონაწილეობს აქტივობებში.
არ თანამშრომლობს თანატოლებთან
იშვიათად მონაწილეობს და თანამშრომლობს მოსწავლეებთან
აქტიურად მონაწილეობს აქტივობათა უმრავლესობაში, ხშირად თანამშრომლობს თანატოლებთან
აქტიურად მონაწილეობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყველა აქტივობაში, ყოველთვის თანამშრომლობს თანატოლებთან, საუბრობს დამაჯერებლად, აკეთებს ზუსტ დაასკვნებს.

თარიღი:

ხელმოწერა: ირინა მუხაშავრია.

Комментариев нет:

Отправить комментарий